საქართველო

გამოყენების წესები

გამოყენების პირობები

 
  1. თანხმობა გამოყენების პირობების მიღებაზე
  2. პირობების შეცვლა
  3. კერძო ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა
  4. პასუხისმგებლობაზე უარის თქმა
  5. რეგისტრაცია
  6. ვებ-საიტზე ინფორმაციის წარმდგენი პირი
  7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  8. მესამე მხარეთა კონტენტი/პროგრამული უზრუნველყოფა
  9. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები
  10. ვებ-საიტზე მოყვანილი საკუთრების უფლებები
  11. პრეტენზიები საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად
  12. ზარალის ანაზღაურება და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება
  13. საიტის დახურვა
  14. „ფილიპსის“ პროდუქცია
  15. განცხადება „უსაფრთხო ნავსაყუდელის“ შესახებ კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით მართალწარმოების წესის რეფორმირების თაობაზე 1995 წლის კანონის თანახმად
  16. დავათა გადაჭრა
  17. უფლებებზე უარის თქმის ფაქტის არარსებობა
  18. სათაურები

გამოყენების პირობები

 

ამ ვებ-საიტს (შემდგომში – „ვებ-საიტი“) გთავაზობთ შპს „ფილიპსი“, რომელიც მდებარეობს მისამართზე: რუსეთი, 123022, სერგეი მაკეევის ქუჩა 13, ბიზნეს-ცენტრი „მარ პლაზა“ (შემდგომში – „ფილიპსი“).

 

ამ საიტთან თქვენი წვდომა და მისი გამოყენება რეგულირდება მოხმარების შემდეგი პირობებით. გარდა ამისა, ამ ვებ-საიტზე არსებული და მისი მეშვეობით ხელმისაწვდომი კონკრეტული კონტენტის, მონაცემების, მასალების და ინფორმაციის მიმართ, აგრეთვე იმ კონკრეტული კონტენტის, მონაცემების, მასალების და ინფორმაციის მიმართ, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, წარადგინოთ და/ან გამოაქვეყნოთ ამ ვებ-საიტზე („მომხმარებლის კონტენტი“) ან მისი მეშვეობით შესრულებულ გარიგებებზე შეიძლება მოქმედებდეს განსაკუთრებული პირობები. ასეთმა კონკრეტულმა პირობებმა შეიძლება შეავსონ წინამდებარე პირობები ან შეცვალონ ისინი, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული და მხოლოდ იმ ზომით, რომელიც არის მითითებული.

1. თანხმობა გამოყენების პირობების მიღებაზე

 

აღნიშნულ ვებ-საიტზე შესვლით ან მისი გამოყენების დაწყებით თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ იურიდიულად იქნებით შეზღუდული გამოყენების პირობებით, აგრეთვე წინამდებარე პირობებში არსებული და მითითებული ყველა პირობით, ან ამ ვებ-საიტზე მითითებული დამატებითი პირობებით თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირბებს, არ უნდა შეხვიდეთ ამ ვებ-საიტზე და არ გაქვთ მისი გამოყენების უფლება.

2. პირობების შეცვლა

 

კომპანია „ფილიპსმა“ შეიძლება ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოყენების პირობები. გამოყენების ასეთი შეცვლილი პირობები ძალაში შედის ვებ-საიტზე მათი განთავსების მომენტიდან. მიჩნეულია, რომ ვებ-საიტზე შესვლის ან მისი გამოყენების გაგრძელებით ამ პირობების განთავსების შემდეგ, თქვენ თანხმობას აცხადებთ ასეთ ცვლილებებზე. რეკომენდებულია შესაბამისი პირობების რეგულარულად გაცნობა. „ფილიპსის“ სხვა ვებ-საიტებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი გამოყენების პირობები, რომლებიც მოქმედებენ ასეთი ვებ-საიტების მიმართ.

 

„ფილიპსი“ იტოვებს ვებ-საიტის დახურვის ან მისი კონტენტის შეცვლის უფლებას ნებისმიერ დროს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. „ფილიპსი“ იტოვებს უფლებას შეზღუდოს ნებისმიერი პირის ვებ-საიტზე ან მის ცალკეულ გვერდებზე დაშვება, აგრეთვე უარი უთხრას ასეთ დაშვებაზე ან მის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე ნებისმიერ დროს საკუთარი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ყოველგვარი მიზეზების მითითებისა და შეტყობინების გარეშე.

3. კერძო ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა

 

ამ ვებ-საიტზე წარმოდგენილი ან მისი მეშვეობით ან მასთან კავშირში შეგროვებული კერძო ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ კერძო ინფორმაციის გამოყენების „ფილიპსის“ პოლიტიკის შესაბამისად, და გამოყენების წინამდებარე პირობები ექვემდებარება კერძო ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკას, რომელიც გამოქვეყნებულია ამ ვებ-საიტზე.

4. პასუხისმგებლობაზე უარის თქმა

 

მთელი ინფორმაცია (ტექსტების, გამოსახულებების, გრაფიკების, მითითებების და სხვა მასალების ჩათვლით), რომელიც განთავსებულია ამ საიტზე, მოყვანილია „როგორც არის“ და „ხელმისაწვდომობის მიხედვით“. კანონმდებლობით დაშვებული ზომით კომპანია „ფილიპსი“ და მისი შვილობილი კომპანიები, აფილირებული პირები, პატნიორები, ლიცენზიატები და მომწოდებლები აღნიშნულით უარს ამბობენ ნებისმიერი სახის რწმუნებებზე და გარანტიებზე, როგორც პირდაპირზე, ასევე ნაგულისხმევზე, სასაქონლო სახის გარანტიების, დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის ვარგისიანობის, ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვისიმე უფლებების დარღვევის არარსებობის ჩათვლით, აგრეთვე ამ ვებ-საიტის ფუნქციონირების, მისი კონტენტის ან სამომხმარებლო კონტენტის მიმართ. არც „ფილიპსი“, არც მისი შვილობილი კომპანიები, აფილირებული პირები, პარტნიორები, ლიცენზიატები და მიმწოდებლები არ იძლევიან გარანტიებს და არ ირწმუნებიან, რომ (i) ვებ-საიტი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, (ii) ვებ-საიტი იმუშავებს შეუფერხებლად, სწრაფად, უსაფრთხოდ და რაიმე შეცდომების გარეშე, აგრეთვე რომ (iii) შედეგები, რომლებიც შეიძლება მიღებული იყოს ვებ-საიტის გამოყენებით (ამ ვებ-საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის და მასალების ჩათვლით) იქნება ზუსტი, სრული, საიმედო და სხვა მხრივ უპასუხებენ თქვენს მოთხოვნებს.

 

აღნიშნული ვებ-საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია. თქვენ არ უნდა გქონდეთ კონფიდენციალურობის შენახვის იმედი ნებისმიერი სამომხმარებლო კონტენტის მიმართ, რომელიც თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ამ ვებ-საიტზე. არ წარმოადგინოთ აქ რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია.

 

„ფილიპსი“ და მისი შვილობილი კომპანიები, აფილირებული პირები, პარტნიორები, ლიცენზიატები და მიმწოდებლები არ არიან პასუხისმგებელნი ინტერნეტის, ქსელის ან ინფორმაციის განთავსების მომსახურების შეფერხებაზე და არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ვებ-საიტი და მის მიერ გაწეული მომსახურება ან კომპანია „ფილიპსის“ მიერ გადაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებები არ შეიცავენ ვირუსებს ან სხვა სახიფათო ელემენტებს.

 

აღნიშნული ვებ-საიტიდან ნებისმიერი მასალების ჩამოტვირთვა ან მათი სხვაგვარად მიღება მისი გამოყენებით ხორციელდება თქვენი შეხედულებისამებრ და საკუთარი რისკის ფასად. თქვენ ერთპიროვნულად აგებთ პასუხს თქვენი კომპიუტერული სისტემის ნებისმიერ დაზიანებაზე ან მონაცემების დაკარგვაზე, რასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი ნებისმიერი ასეთი მასალის ჩამოტვირთვის შედეგად.

5. რეგისტრაცია

 

ვებ-საიტის ზოგიერთ გვერდზე შესასვლელად და მისი ზოგიერთი ფუნქციის და მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დარეგისტრირება იმ პირის სახით, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის გაგზავნა საიტის მეშვეობით. ასეთი რეგისტრაცია უფასოა.

 

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა შეარჩიოთ მომხმარებლის უნიკალური სახელი ან „ბმული“ და პაროლი, აგრეთვე მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის უნიკალური, ნამდვილი და მოქმედი მისამართი, რომლის შემოწმება შესაძლებელია. მომხმარებელთა სახელების და ელექტრონული ფოსტის მისამართების დუბლირება არ დაიშვება, ამიტომ თუ თქვენ მიერ შეყვანილი სახელი ან მისამართი უკვე გამოიყენება, გამოჩნდება შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თქვენ უნდა შეარჩიოთ სხვა სახელი ან მისამართი. ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურებას, რომელშიც მოყვანილი იქნება თქვენი სარეგსტრაციო ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია რაიმე მიზეზით არ მოგეწოდებათ, თქვენ ვერ ისარგებლებთ ზოგიერთი გვერდებით, ფუნქციებით ან მომსახურებით, რომელთა გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, ან მათი გამოყენება შეგიწყდებათ. თქვენ ოპერატიულად უნდა განაახლოთ თქვენი სარეგისტრაციო ინფორმაცია, იმისთვის რომ ის იყოს ზუსტი და ჭეშმარიტი დროის ნებისმიერ მომენტში. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ მომხმარებლის თქვენი სახელი, ამოვიღოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი, აგრეთვე უარი გითხრათ რეგისტრაციაზე, ან შეგიწყვიტოთ ის, თუ თქვენ შეარჩევთ მომხმარებლის სახელს, რომელიც ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ არის უხამსი, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად გამოუსადეგარი. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს კომპიუტერთან (კომპიუტერებთან) წვდომის შეზღუდვაზე. თქვენ აცხადებთ თანხმობას აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა ქმედებაზე, რომელიც სრულდება თქვენი ანგარიშის (ექაუნტის) ჩარჩოებში, მომხმარებლის თქვენი სახელით და/ან პაროლით, რაც თქვენი საქციელის, უმოქმედობის ან გულგრილობის შედეგია. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თუ თქვენთვის ცნობილი გახდება რაიმე საეჭვო ან არასანქციონირებულ ქმედების შესახებ თქვენი ანგარიშის, მომხმარებლის სახელის და/ან პაროლის მიმართ, თქვენ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდებით, გამოაგზავნით რა ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებას მისამართზე http://www.philips.com.ge/a-w/site-owner.html. ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი საკუთარი შეხედულებისამებრ აგიკრძალოთ რეგისტრაცია რომელიმე გარკვეული საფოსტო მომსახურების ორგანოდან ან კომპანიებიდან, რომლებიც ახორციელებენ კავშირის მომსახურებას ინტერნეტიდან.

6. პირი, რომელიც წარადგენს ინფორმაციას ვებ-საიტზე

 

ვებ-საიტზე მომხმარებლის კონტენტის წარდგენით თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ასეთი მასალები შესაფერისია, კონსტრუქტიული და მნიშვნელოვანი შესაბამის კონტექსტში, აგრეთვე არ შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც (1) შეიძლება იყოს არაკანონიერი ან სხვაგვარად უვარგისი გამოსაქვეყნებლად, ატარებდეს ცილისმწამებლურ ან შეურაცხმყოფელ ხასიათს რომელიმე ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიმართ, (2) შეიძლება ზიანი მიაყენოს რომელიმე პირს ან ქონებას, ან სხვაგვარად მიაყენოს შეურაცხყოფა ან შეწუხება ამა თუ იმ ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, (3) დაარღვიოს ამა თუ იმ პირის კანონიერი უფლებები (კერძო ცხოვრებაზე უფლების ან ცნობების გასაჯაროების ჩათვლით), (4) ატარებს პორნოგრაფიულ, უხამს, წამბილწველ, ვულგარულ, უწესო ან მუქარის ხასიათს, (5) არის კულტურული ან ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი ან (6) წარმოადგენს მოწოდებას რაიმე უკანონო ქმედებისკენ ან მისი წამახალისებელია.

 

რაიმე მასალის წარდგენამდე თქვენ ძალ-ღონეს არ იშურებთ ვირუსებისა და სხვა დამაბინძურებელი და პროგრამების დამაზიანებელი პროგრამების აღმოსაჩენად და მოსაცილებლად. ვებ-საიტის მეშვეობით თქვენ ასევე არ აგზავნით სხვადასხვა მისამართზე წერილებს სხვა ადრესატებისთვის მათი შემდგომი გადაგზავნის მიზნით, არ ქმნით „პირამიდებს“, არ ატარებთ განხილვებს და არ მიმართავთ თხოვნებით. გარდა ამისა, თქვენ არ აყალბებთ „ქუდებს“, რომლებიც წინ უსწრებენ ინფორმაციას და ახდენენ მისი შემქმნელის იდენტიფიკაციას, და არ ახორციელებთ მანიპულაციებს მონაცემებთან პირის ან კომპანიის იდენტიფიკაციის შესახებ, აგრეთვე სხვა მონაცემებთან, ჩვენი ვებ-საიტიდან გადაცემული რაიმე კონტენტის და/ან სამომხმარებლი კონტენტის წარმომავლობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე არ ახდენთ ვებ-საიტზე თქვენი არსებობის იმიტაციას. თქვენ არ უშლით ხელს ჩვენი საიტების, სერვერების და ქსელების ფუნქციონირებას და არ აწარმოებთ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ინფრასტრუქტურის გაუმართლებელ და გადაჭარბებულ დატვირთვასთან.

 

თქვენ ადასტურებთ, ამოწმებთ და იძლევით გარანტიას, რომ ვებ-საიტზე წარდგენილი სამომხმარებლო კონტენტი არ არღვევს სხვა პირთა საკუთრების უფლებებს, მათ შორის, საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების და პატენტების ჩათვლით, აგრეთვე კონფიდენციალურობის შენახვის ვალდებულებებს.

 

თქვენ აღიარებთ და თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ნებისმიერი თქვენი იდეა, აზრი ან რეპლიკა, აგრეთვე თქვენ მიერ ვებ-საიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო კონტენტი, რომელიც არ არის დაცული უფლებებით იტელექტუალურ საკუთრებაზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ვებ-საიტზე ინფორმაციის წარმომდგენი სხვა პირის მიერ თქვენს სასარგებლოდ ანაზღაურების ან თქვენზე, როგორც ასეთი კონტენტის ავტორზე, მითითების გარეშე.

 

აღნიშნულით თქვენ აძლევთ კომპანია „ფილიპსს“, მის შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ პირებს და პარტნიორებს უკან გამოხმობისგან, ჰონორარების გადახდისგან თავისუფალ, არაგანსაკუთრებულ, სუბლიცენზირებად და გადაცემისადმი დაქვემდებარებულ, მთელ მსოფლიოში მოქმედ ლიცენზიას თქვენ მიერ ამ ვებ-საიტზე ან „ფილიპსის“ ნებისმიერ სხვა ვებ-საიტზე ან ნებისმიერ სხვა მარკეტინგულ მასალებში ან საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა მასალებში, ინფორმაციის ნებისმიერ საშუალებებში წარმოდგენილი სამომხმარებო კონტენტის გამოყენებაზე, აღწარმოებაზე, საწარმოო სამუშაოების მომზადებაზე, განაწილებაზე, საჯარო გამოყენებაზე, საჯარო ასახვაზე, გადაცემაზე და გამოქვეყნებაზე.

 

თქვენ ერთპიროვნულად აგებთ პასუხს თქვენს საკუთარ სამომხმარებლო კონტენტზე და ვებ-საიტზე მისი განთავსების, წარდგენის ან გამოქვეყნების შედეგებზე. კომპანია „ფილიპსს“ აქვს უფლება, თუმცა არ არის ვალდებული, გადაათვალიეროს და გააკონტროლოს სამომხმარებლო კონტენტი ვებ-საიტზე მის განთავსებამდე ან მას შემდეგ. თუმცა თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ან გადავხედოთ მთელ სამომხმარებლო კონტენტს. „ფილიპსი“, მისი შვილობილი კომპანიები, აფილირებული პირები, პარტნიორები, ლიცენზიატები და მომწოდებლები არ და ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი ვებ-საიტზე მესამე პირების მიერ განთავსებული სამომხმარებლო კონტენტის სიზუსტეზე, სისრულეზე, ხარისხზე და ნამდვილობაზე, რაიმე შეზღუდვების გარეშე.

 

„ფილიპსი“ არ ადასტურებს მასზე წარმოდგენილ რაიმე სამომხმარებლო კონტენტს და არანაირ აზრს, რეკომენდაციას ან რჩევას და უარს აცხადებს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე სამომხმარებლო კონტენტთან დაკავშირებით.

„ფილიპსს“ აქვს მიუღებელი, არამართლზომიერი ან წინამდებარე პირობების რამენაირად დამრღვევი შეტყობინებების ან ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო კონტენტის რედაქტირების და/ან წაშლის განსაკუთრებული უფლება და შესაძლებლობა ამა თუ იმ მიზეზით ნებისმიერ დროს ამის თაობაზე შეტყობინების ან თანხმობის გარეშე საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სამომხმარებლო კონტენტი არის მიუღებელი ან უვარგისი, ეძლევა რეკომენდაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანია „ფილიპსს“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე http://www.philips.com.ge/a-w/site-owner.html. ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენ საკმაოდ მოკლე ვადებში მივიღებთ ზომებს და ჩავატარებთ ქმედებებს, რომლებსაც ჩავთვლით აუცილებლად. იმის გამო, რომ აღნიშნული პროცესი არ არის ავტომატიზირებული, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დაუყოვნებლივ ამოვიღოთ ან დავარედაქტიროთ კონკრეტული სამომხმარებლო კონტენტი.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 

არც კომპანია „ფილიპსს“, არც მის შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ პირებს, პარტნიორებს, ლიცენზიატებს და მიმწოდებლებს არავითარ შემთხვევაში არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ, ირიბ, საჯარიმო, განსაკუთრებულ, გვერდით ან სხვა ზარალზე, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს ვებ-საიტთან ან კონტენტთან წვდომიდან, ან მათი გამოყენებიდან, ან ასეთი წვდომის ან გამოყენების შეუძლებლობიდან, აგრეთვე ასეთი წვდომის ან გამოყენების ან მათი შეუძლებლობის შედეგად ან მათთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც, თუ „ფილიპსს“ მიღებული ექნება შეტყობინება ასეთი ზარალის შესახებ, იმ შემთხვევათა გამონაკლისით, როცა ზარალი არის კომპანია „ფილიპსის“ მხრიდან არამართლზომიერი ქცევის ან უხეში გულგრილობის პირდაპირი და განსაკუთრებული შედეგი.

 

თუ თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში ან შტატში, რომლებშიც არ არის დაშვებული პასუხისმგებლობის ზემოთ ხსენებული, სტატიაში 4 მოყვანილი გამონაკლისები და შეზღუდვები ან გარანტიებზე უარის თქმა, ასეთი გამონაკლისები და შეზღუდვები თქვენზე არ გავრცელდება, მაგრამ მხოლოდ იმ ზომით, რომლითაც ასეთი გამონაკლისები და შეზღუდვები ამგვარად დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული გამონაკლისები და შეზღუდვები იზღუდება კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ხარისხით.

8. მესამე მხარეთა კონტენტი/პროგრამული უზრუნველყოფა

 

„ფილიპსი“ არ არის პასუხისმგებელი მესამე პირთა კუთვნილი ნებისმიერი საიტის კონტენტზე, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-საიტიდან ჰიპერბმულით, იმისგან დამოუკიდებლად, ასეთი ჰიპერბმული დადგენილია თვით ვებ-საიტით, თუ მესამე მხარის მიერ მოხმარების პირობების შესაბამისად. ჩვენს ვებ-საიტზე მოყვანილი ნებისმიერი ბმული სხვა საიტზე არ წარმოადგენს ასეთი მეორე საიტის დასტურს და არ ხდება ამა თუ იმ საიტის კონტენტის სიზუსტის, თანადროულობის ან ვარგისიანობის არავითარი დამოწმება და გარანტიის მიცემა, რომლის ბმული მოყვანილია ვებ-საიტზე, და ჩვენ ამაზე არ გვეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა.

 

პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოდგენილია ჩამოტვირთვისთვის ვებ-საიტიდან ან მისი მეშვეობით, ლიცენზირებულია შესაბამისი სალიცენზიო შეთანხმების პირობების თანახმად. შესაბამის სალიცენზიო შეთანხმებაში გათვალისწინებულის გამონაკლისით პროგრამული უზრუნველყოფა წარმოდგენილია მხოლოდ საბოლოო მომხმარებლებისთვის გამოსაყენებლად, და პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი პირდაპირი კოპირება, აღწარმოება ან გადაცემა აკრძლულია. გარანტიები, მათი არსებობისას, ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ მოქმედებენ მხლოდ იმ ზომით, რომლითაც ისინი წარმოდგენილია სალიცენზიო შეთანხმებაში. აღნიშნულით „ფილიპსი“ პირდაპირ აცხადებს უარს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ ყველა სხვა ნებისმიერი სახის პირდაპირ და ნაგულისხმევ რწმუნებებზე და გარანტიებზე, სასაქონლო სახის გარანტიების, დანიშნულებისამებრ მოხმარებისთვის ვარგისიანობის და ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დარღვევის არარსეობის ჩათვლით.

9. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები

 

კომპანია „ფილიპსის“, მისი აფილირებული პირების, შვილობილი კომპანიების, ლიცენზიატების და/ან სხვა პარტნიორების მიერ მოწოდებულ კონტენტზე საავტორო უფლებები და საკუთრების სხვა პირობები, პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-საიტის მუშაობისთვის და პუბლიკაციისთვის, ვებ-საიტზე მონაცემების კომპილირება, აგრეთვე ვებ-საიტის წესი, თანმიმდევრობა და ორგანიზება ეკუთვნის კომპანიას Koninklijke Philips N.V. და/ან მის სხვა პარტნიორებს და ლიცენზიატებს. კონტენტზე ყველა უფლებები, რომლებიც პირდაპირ არ არის მოყვანილი წინამდებარე პირობებში, დაცულია.

 

„ფილიპსი“  წარმოადგენს კომპანია Koninklijke Philips N.V.-ს სავაჭრო ნიშანს.

 

„ფილიპს“-ის და კომპანია Koninklijke Philips N.V.-ს და მისი აფილირებული პირების ყველა სხვა რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები წარმოადგენენ კომპანიის მნიშვნელოვან აქტივებს. სავაჭრო ნიშნების სათანადო გამოყენებას აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა და თქვენ უნდა მისდიოთ „ფილიპსის“ მითითებებს ჩვენი კომპანიის პროდუქციის და მომსახურების ხსენებისას. დაწვრილებით ინფორმაციას შეიძლება გაეცნოთ ბმულზე გადასვლით.

 

„ფილიპს“-ის დასახელების გამოყენება და რეგისტრაცია დარეზერვებულია ჩვენი კომპანიის მიერ. თქვენ არ გაქვთ უფლება დაარეგისტრიროთ და გამოიყენოთ კომპანიის დასახელება, კანონით დადგენილი დასახელება, სავაჭრო დასახელება, დომენის სახელი და სხვა დასახელებები, მითითებები და აღწერილობები, რომლებშიც შედის დასახელება „ფილიპსი“, მსგავსი დასახელება ან ნებისმიერი სხვა დასახელება, რომელიც მოიცავს „ფილიპს“-ის დასახელების ნაწილს, და ასეთი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ან გამოყენებული დასახელება არ უნდა შეიცავდეს Koninklijke Philips N.V. კომპანიის ნებისმიერ სხვა დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.

10. ვებ-საიტზე განთავსებული საუთრების უფლებები

 

წინამდებარე ვებ-საიტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია არ ითვლება კონფიდენციალურად. თქვენ აღიარებთ, რომ შესაბამისი საპატენტო კანონების თანახმად სამომხმარებლო კონტენტში ჩართული რაიმე სიახლეების წარდგენით თქვენ ახორციელებთ ასეთი სიახლის „გამოქვეყნებას“.

 

თქვენ აღიარებთ, რომ ვებ-საიტზე წარმოდგენილი და/ან განხილული ნებისმიერი სამომხმარებლო კონტენტი შეიძლება ექვემდებარებოდეს „ფილიპსის“, მისი შვილობილი კომპანიების, აფილირებული პირების, ლიცენზიატების, სხვა პარტნიორების და მესამე მხარეთა საპატენტო უფლებების მოქმედებას, აგრეთვე მათ უფლებებს საავტორო უფლებებზე, სავაჭრო ნიშნებზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებაზე. თუ თქვენ განიხილავთ რაიმე იდეების, წინადადებების ან გადაწყვეტილებების ან ვებ-საიტზე წარმოდგენილი სხვა სამომხმარებლო კონტენტის გამოყენების შესაძლებლობას, მათ გამოყენებამდე თქვენ ვალდებული ხართ მიიღოთ შესაბამისი უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

11. პრეტენზიები საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად

 

თუ თქვენთვის ცნობილია ან ეჭვი გაქვთ, რომ ვებ-საიტზე განთავსებული რაიმე მასალები (ფორუმზე განთავსებული მასალების ჩათვლით) გამოყენებულია ან დაკოპირებულია საავტორო უფლებების დარღვევით, თქვენ უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ კომპანია „ფილიპსის“ სპეციალურ აგენტს, რომლის მონაცემები ქვევით არის მოყვანილი. ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში საავტორო უფლებებზე აშშ-ს კანონის თანახმად (აშშ-ს კოდექსი, თავი 17, განყოფლება 512(c)(3)), თქვენი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგს:

  • საავტორო უფლების მფლობელის ან სავარაუდოდ დარღვეული განსაკუთრებული უფლების მფლობელის სახელით მოქმედებების შესრულებაზე რწმუნებული პირის პირად ან ელექტრონული ხელმოწერას;
  • ინფორმაციას სამუშაოს შესახებ, რომელიც დაცული იყო საავტორო უფლებებით, რომლებიც პრეტენზიის თანახმად დარღვეული იყო, ან ერთ საიტზე ინტერნეტში საავტორო უფლებებით დაცული რამდენიმე სამუშაოს შემთხვევაში, ასეთი სამუშაოების ჩამონათვალს შესაბამის საიტზე;
  • ინფორმაციას მასალებზე, რომელთა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება პრეტენზიის თანახმად დარღვეული იყო, ან რომელთა მიმართ ხორციელდება ქმედებები, რომლებსაც მივყავართ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებათა დარღვევასთან და რომლებიც უნდა იყოს ამოღებული ან რომლებთან წვდომა უნდა იყოს შეწყვეტილი, აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც გონივრულად საკმარისია ასეთი მასალების მოსაძებნად;
  • გონივრულად საკმარის ინფორმაციას, რომელიც გვაძლევს საშუალებას დაგიკავშირდეთ, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი და, არსებობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომლითაც ჩვენ შევძლებთ თქვენთან დაკავშირებას;
  • თქვენ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თქვენ კეთილსინდისიერად ფიქრობთ, რომ მასალების გამოყენება გასაჩივრებადი წესით არ არის სანქციონირებული საავტორო უფლებების მფლობელის მიერ, მისი აგენტის მიერ ან კანონით;
  • განცხადებას იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია შეტყობინებაში არის ზუსტი და მოწოდებულია იმის ცოდნით, რომ ცრუ ჩვენებების მიწოდებისთვის დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ თქვენ ხართ საავტორო უფლებების მფლობელი ან გაქვთ უფლება განახორციელოთ ქმედებები სავარაუდოდ დაღვეული განსაკუთრებული უფლების მფლობელის სახელით.

 

სპეციალურ აგენტს საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტზე პრეტენზიების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის მიზნით შეიძლება დაუკავშირდეთ შემდეგნაირად:

 

ფოსტით:

Philips International B.V.

Corporate Legal Department

Amstelplein 2

 Breitner Center

PO Box 77900

Amsterdam (ამსტერდამი)

The Netherlands (ნიდერლანდები)

 

ფაქსიმილური კავშირით:

Philips International B.V.

Corporate Legal Department

Amsterdam (ამსტერდამი)

The Netherlands (ნიდერლანდები)

+31 20 5977230

 

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კომპანია „ფილიპსს“ შეატყობინოთ თქვენს მასალებზე საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ. ყველა სხვა მიმართვაზე, როგორიცაა პროდუქტებთან დაკავშირებული შეკითხვები, აგრეთვე შეკითხვები და შეშფოთება ინფორმაციის და/ან კონტენტის განთავსების არამართლზომიერების შესახებ, პასუხი არ იქნება გაცემული, თუ ისინი გადაგზავნილი იქნება ზემოთ მითითებული წესით.

12. ზარალის ანაზღაურება და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება

 

თქვენ აცხადებთ თანხმობას იმაზე, რომ „ფილიპსს“, მის შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ პირებს, ლიცენზიატებს, სხვა პარტნიორებს და მიმწოდებლებს, აგრეთვე მათ შესაბამის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს, იურიდიულ წარმომადგენლებს, აგენტებს, უფლებამემკვიდრეებს და ცესიონარიებს აუნაზღაურებთ ზარალს და დანახარჯებს (ადვოკატების და სხვა სპეციალისტების ჰონორარებს გონიერ ფარგლებში და სასამართლო ხარჯებს), დაიცავთ მათ ასეთი ზარალის და დანახარჯებისგან ნებისმიერი პასუხისმგებლობით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებ-საიტზე მასალების განთავსებიდან, კონტენტიდან ან რაიმე შეტყობინების, მონაცემების, მასალების და ვებ-საიტზეთქვენ მიერ განთავსებული ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო კონტენტის გადაგზავნიდან, აგრეთვე თქვენ მიერ მოხმარების წინამდებარე პირობების დარღვევიდან. რაიმე ჩივილის ან არაკანონიერი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც გამომდინარეობს ამა თუ იმ შეტყობინებიდან ან თქვენ მიერ ვებ-საიტზე განთავსებული ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო კონტენტიდან, „ფილიპსი“ იტოვებს უფლებას გახსნას თქვენი პირადი მონაცემები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც „ფილიპსს“ შეიძლება ჰქონდეს თავის განკარგულებაში.

 

თუ წამოგეჭრებათ დავა ერთ ან რამდენიმე მომხმარებელთან, თქვენ ათავისუფლებთ „ფილიპსს“, მის შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ პირებს, პარტნიორებს და მიმწოდებლებს, აგრეთვე მათ შესაბამის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს, იურიდიულ წარმომადგენლებს, აგენტებს, უფლებამემკვიდრეებს და ცესიონარიებს ნებისმიერი სახის ცნობილი და უცნობი პრეტენზიებისგან, მოთხოვნისგან და ფაქტიური და ირიბი ზარალისგან, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ასეთი დავიდან ან მასთან იყოს დაკავშირებული.

13. საიტის დახურვა

 

ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული უფლება ნებისმიერ დროს დავხუროთ ვებ-საიტი ან მისი ზოგიერთი გვერდი ნებისმიერი მიზეზით შეტყობინების ან ამაზე ვინმეს თანხმობის გარეშე. ჩვენ არ დაგვეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა ვებ-საიტზე წარმოდგენილი რაიმე კონტენტის და/ან სამომხმარებლო კონტენტის შენახვის ან წაშლის უუნარობის გამო.

14. „ფილიპსის“ პროდუქცია

 

ვებ-საიტზე შეიძლება იყოს მითითება „ფილიპსის“ პროდუქციაზე და მომსახურებაზე, რომლებიც შეიძლება მიუწვდომელი იყოს ცალკეულ ქვეყანაში. ნებისმიერი ასეთი მითითება არ გულისხმობს და არ წარმოადგენს გარანტიას, რომ ასეთი პროდუქცია ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ცალკეულ ქვეყანაში. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ „ფილიპსის“ ადგილობრივ წარმომადგენლობას.

15. განცხადება „უსაფრთხო ნავსაყუდელის“ შესახებ კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით მართალწარმოების წესის რეფორმირების 1995 ლის კანონის თანახმად

 

ამ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ განცხადებებს კომპანია „ფილიპსის“ ფინანსური მდგომარეობის პერსპექტივების, ოპერაციების შედეგების და საქმიანობის შეფასებით, აგრეთვე მათ მიმართ „ფილიპსის“ ზოგიერთ გეგმებს და ამოცანებს. ჩვენ ვაფრთხილებთ მკითხველებს, რომ პერსპექტივების შეფასება არ წარმოადგენს მომავალში წარმატებული მოქმედების გარანტიას და რომ ფაქტიური შედეგები შეიძლება არსებითად განსხვავდებოდნენ ასეთ შეფასებებში ჩადებული მაჩვენებლებისგან. პერსპექტივების შეფასების მაგალითებია განცხადებები ჩვენი სტრატეგიის, გასაღების ტემპების ზრდის, მომავალი EBITA კოეფიციენტის და დანახარჯების ეკონიმიის, ჩვენი საქმიანობის შიდა განვითარების მომავალი მასშტაბების მიმართ, აგრეთვე აქტივების შეძენის მომავალი გარიგებების და კაპიტალის თვალსაზრისით ჩვენი მდგომარეობის მიმართ. პერსპექტივების შეფასება თავისი ხასიათით მოიცავს რისკს და განუსაზღვრელობას, ვინაიდან ისინი ეხებიან მომავალ მოვლენებს და გარემოებებს, და არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს იმასთან, რომ ფაქტიური შედეგები არსებითად განსხვავებული იქნება პერსპექტივების შეფასებაში პირდაპირ მითითებული ან ნაგულისხმევი მაჩვენებლებისგან. პერსპექტივების შეფასებაში, სხვათა შორის, შეიძლება ჩაერიოს შიდა და გლობალური ეკონომიკური და საქმიანი პირობები, ჩვენი სტრატეგიის წარმატებული რეალიზაცია, იმ ობიექტების გამოვლენის შესაძლებლობები, რომელთა შეძენა შეიძლება სარფიანად, და მათი შესყიდვის შესაბამისი გარიგებების წარმატებით შესრულების, აგრეთვე ჩვენს საქმიანობაში შეძენილი აქტივების ინტეგრირების შესაძლებლობები, კლიენტების მიერ უპირატესობის მინიჭება ჩვენი არსებული და ახალი პროდუქციის მიმართ, ახალი პროდუქტების შემუშავების და ბაზარზე გატანის და ჩვენი სტრატეგიის სარგებელის რეალიზაციის შესაძლებლობები, სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანოების პოლიტიკა და ზომები, ცვლილებები კანონმდებლობაში, აგრეთვე კონკურენციის გავლენა, ანუ ფაქტორები, რომელთა უმრავლესობაზე ჩვენ გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ამიტომ ჩვენი ფაქტიური შედეგები მომავალში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ასეთ პერსპექტიულ შეფასებებში მითითებული გეგმებისგან, მიზნებისგან და მოლოდინებისგან. სხვა რისკები და ფაქტორები ჩვენ მიერ მითითებულია დოკუმენტებში, რომლებიც ჩაბარებულია ან წარდგენილია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში (შემდგომში – SEC), ჩვენი 20-F ფორმით შედგენილი წლიური ანგარიშის ჩათვლით, რომელიც გამოქვეყნებულია SEC-ის ვებ-საიტზე მისამართზე www.sec.gov. ნებისმიერ პერსპექტიულ შეფასებებს, რომლებიც მომზადებულია ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით მოქმედი სხვა პირების მიერ, აქვთ აზრი მხოლოდ იმ თარიღისთვის, როცა ისინი მომზადდა. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი გავაახლოთ მონაცემები პერსპექტიული შეფასებებით, რათა მათ ასახონ ცვლილებები მოლოდინებში ან მოვლენებში, პირობებში ან გარემოებებში, რომლებსაც ემყარება ასეთი განცხადებები. მაგრამ მკითხველი უნდა გაეცნოს სხვა საინფორმაციო ცნობებს, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ ან შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენ მიერ SEC-ში წარდგენილ ან წარსადგენ დოკუმენტებში.

16. დავების გადაჭრა

 

წინამდებარე პირობები რეგულირდება რუსეთის კანონმდებლობით და მის შესაბამისად განმარტებული. თქვენ ეთანხმებით მოსკოვის, რუსეთის სასამართლოების არაგანსაკუთრებულ იურისდიქციას ნებისმიერი დავების, პრეტენზიების და სარჩელების მიმართ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მოხმარების წინამდებარე პირობებიდან ან ამ ვებ-საიტით თქვენი სარგებლობიდან, აგრეთვე მათ მიმართ ან მათთან დაკავშირებით, მოხმარების წინამდებარე პირობების არსებობასთან და ნამდვილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავების ჩათვლით, იმ პირობით, რომ თქვენ თანხმობას აცხადებთ ნებისმიერი ასეთი დავის, პრეტენზიის და სარჩელების წარდგენაზე მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის სასამართლოებში, რუსეთი.

17. დებულებათა დამოუკიდებლობა

 

თუ მოხმარების წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება უკანონოდ ან სავალდებულო წესით შეუსრულებლად, ასეთი არაქმედითი ან შეუსრულებელი დებულება შეიცვლება ქმედითი და შესრულებადი დებულებით, რომელიც მაქსიმალური ხარისხით შეესაბამება განზრახვას, რომლითაც ეს პირველი დებულება იყო შეყვანილი წინამდებარე პირობებში, ხოლო დანარჩენი დებულებები დარჩება ძალაში და მოქმედებაში.

18. უფლებებზე უარის თქმის ფაქტორის არარსებობა

 

მოხმარების წინამდებარე პირობების თანახმად „ფილიპსის“ მიერ მოხმარების წინამდებარე პირობების რომელიმე ნაწილის აღსრულების უუნარობა არ წარმოადგენს „ფილიპსის“ უარის თქმას მის უფლებებზე წარსულში და მომავალში ნებისმიერი პირის მხრიდან ქმედებების მიმართ. არც კომპანია „ფილიპსის“ მიერ რაიმე საშუალებების მიღება, არც ის ფაქტი, რომ რომელიმე პირი ენდობოდა „ფილიპსის“ ქმედებებს, არ ითვლება მოხმარების წინამდებარე პირობების გაუქმებად მათ რომელიმე ნაწილში. იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ გარკვეულ წერილობით უარს უფლებებზე ან პირობების გაუქმებაზე, რომელიც ხელმოწერილია „ფილიპსის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

19. სათაურები

 

მოხმარების წინამდებარე პირობების სტატიების სათაურები ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ მითითების მოხერხებულობას, არ წარმოადგენენ მათ ნაწილს და არანაირად არ ახდენენ ზემოქმედებას მომსახურების პირობების მნიშვნელობაზე და განმარტებაზე.

 

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებ-საიტის მომხმარებელთა თანამეგობრობაში შესვლისთვის.

 

ბოლო განახლება: 15 იანვარი, 2014 წელი.